3
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფისა და სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმებას მიესალმება.
“კვიპროსისკენ კარგი ამბით მივემგზავრებით. მაშინ, როდესაც რუსეთი თავის აგრესიას აძლიერებს, ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ვაორმაგებთ, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს თავი დაიცვას და რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს, ახლა მთავარი ამოცანა ამ გადაწყვეტილებების სწრაფი განხორციელებაა,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი