ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა ყაზახეთში 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს, – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს, საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად”, – ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ყაზახეთმა ქალაქ აქტაუში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის, Embraer 190-ის შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში ჩავიდნენ სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა