კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია “ქართული კოშმარი” საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს, – ამის შესახებ კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) აცხადებს:
“კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია “ქართული კოშმარი” საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აკავებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. MEGOBARI აქტი ამ დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში ურთიერთობების გაღრმავებით”