შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა რიჩარდ ჰადსონი – პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

რიჩარდ ჰადსონი – პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

by admin

ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.

“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით”.

კონგრესმენი მარკ ვიზი (დემოკრატიული პარტია) აღნიშნავს, რომ აშშ და კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას:

“საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა და მისი ხალხი თავისუფლებისთვის გაბედულად იბრძვის. MEGOBARI აქტი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ეს აუცილებელი მხარდამჭერი კანონპროექტია, რათა საქართველოში ჩვენს მოკავშირეებს დავეხმაროთ, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და თავიანთი თავისუფლებები დაიცვან”.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში MEGOBARI აქტი ხელახლა წარადგინა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay