2
ლიბანში ფრანგი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა , – ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის ცნობით, ფრანგი სერჟანტი-მაიორი ფლორიან მონტორიო სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) წინააღმდეგ თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ასევე, თავდასხმის შედეგად UNIFIL-ის სამი ჯარისკაცი დაშავდა.
“ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი „ჰეზბოლაა“. საფრანგეთი მოითხოვს, რომ ლიბანის ხელისუფლებამ პასუხისმგებელი პირები დააკავოს”, – აცხადებს მაკრონი.
ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ფრანგ კოლეგას ესაუბრა და პირობა დადო, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან