პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს – დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის

დონალდ ტრამპი – ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს – დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის

by admin

ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს. ის აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე „დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის“.

„კიდევ ერთხელ! ეს შეთანხმება არანაირად არ არის დაკავშირებული ლიბანთან, მაგრამ ჩვენ გავხდით ლიბანს კვლავ დიდებულს!“- წერს ტრამპი.

მისი მტკიცებით, ირანმა, აშშ-ის დახმარებით, განახორციელა და ახორციელებს გამნაღმვით სამუშაოებს.

„ირანმა, მოაშორა ან ახლა აშორებს ყველა საზღვაო ნაღმს!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის პაკისტანს და პრემიერ-მინისტრსა და ფელდმარშალს, ასევე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს დახმარებისთვის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay