შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა რუსეთი ბელარუსის ომში ჩათრევას კიდევ შეეცდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი ბელარუსის ომში ჩათრევას კიდევ შეეცდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს.

“დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს. მიგვჩნია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას”, – აღნიშნა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების მოსმენის შემდეგ.

მისი თქმით, გასცა დავალება, რომ შესაბამისი არხებით „გააფრთხილონ ბელარუსის დე ფაქტო ხელმძღვანელობა“, რომ უკრაინა მზადაა დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა.

“ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ბუნებამ და შედეგებმა ბელარუსის ხელმძღვანელობა უნდა შეაკავოს, შეცდომები არ დაუშვას”, – აღნიშნა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay