რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ 3 იანვარს საქართველოს შესახებ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – მაიკლ უოლცს:
“მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის – მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას მშვიდობისთვის, ძლიერების გზით”.
შეგახსენებთ, ჯო უილსონმა 3 იანვარს MEGOBARI აქტი წარუდგინა 119-ე მოწვევის კონგრესს.
“დღეს, კონგრესმენ კოენთან, კონგრესმენ ჰადსონთან და კონგრესმენ ვისისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესში, როგორც წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასრულება და ის, რომ აგრესორთა ღერძმა შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი”