კვირა, აპრილი 19, 2026
Home საზოგადოება დღეიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

დღეიდან, თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

by admin

დღეიდან, თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 25 დეკემბერს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.

ცნობისთვის, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay