კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

by admin

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის ცნობით, კიევის დროით 7:00-ზე კომპანიასა და გაზპრომს შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა. ოპერატორმა საერთაშორისო პარტნიორებს დადგენილი წესით აცნობა. ამრიგად, 1-ელი იანვრიდან უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა რუსული გაზის ტრანზიტის რეჟიმში არ მუშაობს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა:

“რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay