აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება არ შეუჩერებია.
„არა, არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მათ ვეხმარებოდით. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვეხმარებით მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. გვინდა, რომ ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპს კითხვა დაუსვეს, შეწყვიტა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის მონაცემების ინფორმაციის გაზიარება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, პარასკევს, ფლორიდაში უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დროს, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების გამო, კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებოდნენ.
თუმცა, სააგენტო Reuters-ის წყაროებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს მსგავსი მუქარა გაჟღერდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამაც დაადასტურა, რომ ქვეყანა აშშ-ისგან სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ იღებს.
„ალბათ, მეკითხებით, ვიღებთ თუ არა სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკული მხარისგან. დიახ, ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა სიბიჰამ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე