ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home პოლიტიკა უკრაინას ეს ომი არ დაუწყია, პირველი ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას – იოჰან ვადეფული ენერგეტიკულ ზავზე

უკრაინას ეს ომი არ დაუწყია, პირველი ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას – იოჰან ვადეფული ენერგეტიკულ ზავზე

by admin

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას.

მინისტრმა ამის შესახებ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ვადეფულის თქმით, როგორც კი რუსეთი ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას დაიწყებს, უკრაინაც მზად იქნება, შეთანხმებას მიჰყვეს.

„ამ ვითარებაში მკაფიოდ უნდა ითქვას: პირველი ნაბიჯების გადადგმა უკრაინას არ ევალება. უკრაინას ეს ომი არ დაუწყია. სინამდვილეში, პირველი ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას“, – თქვა მან.

ვადეფულის თქმით, კიევმა უკვე მიანიშნა, რომ მზად არის, შეუერთდეს შეთანხმებას, თუ მხარეები ორმხრივ შეთანხმებას მიაღწევენ. გერმანიის მთავრობა ამ საკითხში უკრაინის ხელისუფლების პოზიციას სრულად უჭერს მხარს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ასევე დადგა დრო, ევროპამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით „დამოუკიდებელი ევროპული პოზიცია ჩამოაყალიბოს“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay