ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home მსოფლიო აშშ-მა პუტინს ფინანსური სამაშველო რგოლი არ უნდა მიაწოდოს – ამერიკელი სენატორები

აშშ-მა პუტინს ფინანსური სამაშველო რგოლი არ უნდა მიაწოდოს – ამერიკელი სენატორები

by admin

შვიდი ამერიკელი სენატორი – როგორც “დემოკრატიული” ასევე “რესპუბლიკური” პარტიიდან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსული დიზელის საწვავის იმპორტის დაშვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-მა ვლადიმერ პუტინი ფინანსური რესურსით არ უნდა უზრუნველყოს.

“2022 წელს კონგრესმა მკაფიოდ აკრძალა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი, რათა თავიდან აეცილებინა ამერიკული დოლარით უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ წარმოებული სასტიკი ომის დაფინანსება. კონგრესის პოზიცია ცალსახა იყო: აშშ-მა არ უნდა განახორციელოს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ნატო-ს მოკავშირეების მიმართ მუქარას. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, დაუშვას აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის იმპორტი, პირდაპირ ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონს. ადმინისტრაციამ ასევე არც კონგრესთან გაიარა კონსულტაცია და არც რაიმე განმარტება წარმოადგინა გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, რასაც კანონი მოითხოვს”, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.

ამერიკელი სენატორები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გაუწიოს პუტინს ფინანსური დახმარება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეობის მკვლელობას აგრძელებს.

„შეერთებულმა შტატებმა პუტინს ფინანსური სამაშველო რგოლი არ უნდა მიაწოდოს მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას განაგრძობს. ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს თავისი კურსი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ამერიკელი სენატორებმა: ჯინ შაჰინი, სიუზან კოლინზი, რიჩარდ ბლუმენტალი, ლიზა მურკოვსკი, რონ უაიდენი, თომ თილისი და ჯონ კერტისი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მიაღწია შეთანხმებას ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay