პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home მსოფლიო უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკში დასახლებული პუნქტი აიღეს

უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკში დასახლებული პუნქტი აიღეს

by admin

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა ჩაატარეს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა, შეტევითი მოქმედებების წყალობით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს”, – ნათქვამია სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რუს სამხედროებთან ერთად დასახლება ჩრდილოეთ კორეელ ჯარებსაც ეკავათ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay