თუ ხართ კორუმპირებული ქართული კოშმარის მატარებელში, რომელიც ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიდის, დროა ახლა ჩამოხვიდეთ , – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი “რესპუბლიკური პარტიიდან”, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს:
“თუ ხართ კორუმპირებული ქართული კოშმარის მატარებელში, რომელიც ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიდის, დროა ახლა ჩამოხვიდეთ. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ საკუთარი თავი გადაირჩინოთ, მაგრამ როგორც კი სიაში აღმოჩნდებით, სამუდამოდ მანდ დარჩებით. არავითარი ფული, არავითარი მოგზაურობა”