შაბათი, აპრილი 25, 2026
Home მსოფლიო აშშ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან 15 მილიარდ დოლარს გადასცემს

აშშ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან 15 მილიარდ დოლარს გადასცემს

by admin

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ და მსოფლიო ბანკმა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა:

“ეს იქნება თანხები უკრაინაში PEACE პროექტის ფარგლებში და “დიდი შვიდეულის” ინიციატივაში აშშ-ის 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრიბუციის ნაწილი, რომელსაც სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯებისთვის გამოვიყენებთ”, – აღნიშნა შმიგალმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით. ამასთან, იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს, კიდევ 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებით

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay