კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო ხორვატიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური მემარცხენე კანდიდატი ლიდერობს

ხორვატიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური მემარცხენე კანდიდატი ლიდერობს

by admin

ხორვატიის სატელევიზიო არხების მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, რომელიც Ipsos-მა ჩაატარა, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატების პარტიის მემარცხენე კანდიდატი, ზორან მილანოვიჩი ლიდერობს. შედეგების მიხედვით, მილანოვიჩი ხმების 49.1%-ით ლიდერობს, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, დრაგან პრიმორაკს, რომელიც მეცნიერების ყოფილი მინისტრია და მას მმართველი პარტია “ხორვატიის დემოკრატიული კავშირი” უჭერს მხარს, ხმების 19.35% აქვს.

მილანოვიჩი უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსია. ხორვატიაში პრეზიდენტს კანონპროექტებზე ვეტოს დადება არ შეუძლია, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში გავლენა აქვს. თუკი კანდიდატებიდან უმრავლესობას ვერცერთი მოიპოვებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს დაინიშნება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay