ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home მსოფლიო სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს უკრაინელების მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევებას

სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს უკრაინელების მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევებას

by admin

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა დღეს, 27 დეკემბერს დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. ამის შესახებ სააგენტოები AFP და Yonhap-ი წერენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. სამხრეთ კორეის დაზვერვამ ფაქტი დაადასტურა “მეგობარი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან” ინფორმაციის გაცვლით. როდის და კონკრეტულად სად დაატყვევეს ჩრდილოკორეელი სამხედრო, რომელიც სავარაუდოდ, დაჭრილია, ჯერჯერობით უცნობია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay