ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
Home მსოფლიო თავდასხმების ფონზე NATO შავ ზღვაში თვითმფრინავებს და დრონებს გზავნის, დაზვერვას აძლიერებს

თავდასხმების ფონზე NATO შავ ზღვაში თვითმფრინავებს და დრონებს გზავნის, დაზვერვას აძლიერებს

by admin

გამოცემა Reuters NATO-ს სამხედრო სპიკერზე, მარტინ ო’დონელზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსი გემებზე იერიშების ფონზე შავ ზღვაში დამატებით სანაპირო ავიაციის საპატრულო თვითმფრინავებს, რადარულ სისტემებსა და დრონებს გაგზავნის.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა ო’დონელზე დაყრდნობით წერს, NATO შავ ზღვაში სადაზვერვო შესაძლებლობებსაც გააძლიერებს და ასაფეთქებლებისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად დაზვერვის აგენტებს გაგზავნის ან უკვე გააგზავნა. ამის შესახებ NATO-ს სპიკერმა, ელისონ ჰარტმა განცხადება X-ზეც გამოაქვეყნა.

“დღეს NATO-ს ელჩები ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში შავი ზღვის უსაფრთხოების განსახილველად შეხვდნენ. NATO-მ აღმოსავლეთ ფლანგზე წყობა უკვე გააძლიერა, მათ შორის, დრონების  საწინააღმდეგო შესაძლებლობებით. NATO რეგიონში დამატებით ძალებსა და საშუალებებს გაგზავნის, მათ შორის, თვალთვალის, ტაქტიკური დაზვერვისა და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მხარდასაჭერად. განვაგრძობთ ერთიანად დგომას და უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ საფრთხეზე პასუხის გასაცემად და ჩვენი მილიარდი მცხოვრების დასაცავად მზად ვართ”. – წერს ჰარტი.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს რუმინულმა გამანადგურებელმა F-16-ებმა შავი ზღვის თავზე ორი დრონი ჩამოაგდეს.

მანამდე, 5 ოქტომბერს შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს რუსული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

15 ოქტომბერს რუმინეთმა შავ ზღვაში NATO-ს სამი სანაპირო სახელმწიფოს – რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის – ერთობლივი სამხედრო სარდლობის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

“შავ ზღვაში მომხდარი შემთხვევები – დრონები, ჩაძირული გემები და საზღვაო ნაღმები – გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ. რუმინეთი მზადაა, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესები დაიცვას.” – თქვა მირუცამ.

NATO-ს თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთი ქვეყნისთვის არ დაუკისრებია. Reuters წერს, რომ რიგი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, იერიშები რუსეთმა მიიტანა, თუმცა მოსკოვს მათზე პასუხისმგებლობა არ აუღია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay