78
ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული:
“პუტინის 26 დეკემბრის განცხადება არის იმ კომენტარების იმ სერიის ნაწილი, რომელიც მან ბოლო დროს გააკეთა და დაადასტურა უარი განიხილოს კომპრომისები მის მიერ 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში წამოყენებულ მოთხოვნებზე. ეს მოთხოვნები მოიცავს უკრაინის იძულებას გახდეს მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არასოდეს შეუერთდება ნატო-ს, უკრაინის არმიის რიცხოვნობაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის ხელისუფლების გადაყენებას”