87
“ლიონის” გულშემატკივრებმა გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ხმა მისცა 13 500-ზე მეტმა ქომაგმა, რამაც ხმების 76% პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე რაიან შერკია (22%), ხოლო მესამეზე – ნიკოლას ტალიაფიკო (2%).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა. ბოლო დღეებია “გალათასარაიში” ტრანსფერზე აქტიურად იწერება, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის მიმართ სერიოზულ ინტერესს “ლევერკუზენი” და “ევერტონიც” იჩენენ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესი ტურინის “იუვენტუსსა” და “ვესტ ჰემსაც” ჰქონდათ