ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
Home მსოფლიო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფი ნორვეგიაში დაბრუნდა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფი ნორვეგიაში დაბრუნდა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

by admin

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მერე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ნორვეგიაში დაბრუნდა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უიტკოფი ნორვეგიაში ადგილობრივი დროით 16:30 საათზე ჩავიდა.

ვაშინგტონში დაბრუნებამდე ის ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონაჰ გარ სტორეს შეხვდა და მას ინფორმაცია მიაწოდა სანქტ-პეტერბურგში პუტინთან გამართულ შეხვედრაზე. მათი შეხვედრა ოსლოს აეროპორტში გაიმართა.

მედიის თანახმად, უიტკოფისა და სტორეს შეხვედრა ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც უიტკოფი აშშ-ში გაემგზავრა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay