ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home მსოფლიო ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ჰამასის” ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ჰამასის” ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა

by admin

ისრაელი პირველად ადასტურებს, რომ “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა. განცხადება ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, იაჰია სინვართან და ჰასან ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში”, – განაცხადა ისრაელ კაცმა სიტყვით გამოსვლისას და პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან და ძლიერად დაარტყამენ მათ.

შეგახსენებთ, “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, ივლისში მოკლეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay