ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home პოლიტიკა პეტრ პაველი – ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში

პეტრ პაველი – ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში

by admin

ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში , – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.

პეტრ პაველი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები:

“გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად. მან ინფორმაცია მომაწოდა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს სულ უფრო და უფრო აახლოებს რუსეთთან. ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay