როცა არჩევნები არ შემდგარა და გაყალბდა, ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა:
“29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარებით მელაპარაკებიან და, მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ და ვთქვა, რომ აბა რა. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ და მესმის საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფიდან, რომ აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს, მაგრამ დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები და როგორ ვიქნები 29-ის მერე. მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით. ეს პრეზიდენტი იქნება ყველა თქვენგანის მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანასა და სამშობლოს.
შეიქმნება საბჭო, იმისთვის რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი, ეს იქნება მომზადება ახალი არჩევნების. უკვე მზადდება და ხვალ ალბათ იქნება მზად დოკუმენტი რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც არის მინიმალური ჯერ პირობები იმისთვის რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს და მერე იქნება მუშაობა იმისთვის რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ და მოვამზადოთ და თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები ნამდვილად იქნება ახალი არჩევნები. ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისას უნდა ვიყოთ მზად.
დღეს ყველაფერი ძალიან მარტივად არის. არჩევნები არ შედგა და რადგანაც არ შედგა, გაყალბდა და სერიოზულად გაყალბდა, ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით, დაინახეთ. ვინც აყალბებდა იმათმაც დაინახეს. ასე, რომ არამხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ქუჩაში და ქუჩიდან, არამედ ისინიც, ვითომცდა ხარს უჭერენ დღევანდელ მმართველ პარტიას, იმათმაც ძალიან კარგად იციან, რომ გააყალბეს და რომ ეს ტვირთი ცხოვრების ბოლომდე უნდა იტვირთონ, ამგვარად როდესაც ღალატობ შენ ქვეყანას ეს არის დიდი ტვირთი.
29 დეკემბრამდე თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი – ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება, რომ ქვეყანა უარეს კრიზისში არ ჩაეფლოს, თუ არა, მეორე ვარიანტი და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის – უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა. თუ ძალიან მალე არ მივიღე მე პასუხი, მეორე ეტაპისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ. მზად ვარ და ვიქნები, რომ აქაც ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელს და სტაბილურობის ერთგვარი ვექტორი და რომელიც ასევე იქნება ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. ყოველდღე ვარ მათთან კავშირში და ძალიან კარგად ხედავ თუ რა ხდება და თუ რამდენად საჭიროა, რომ ერთი ინსტიტუცია მაინც დარჩეს ამ ქვეყანაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მედიატორი ყველანაირი შემდეგი ეტაპების”