94
რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზების წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს.
“ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა”, – უპასუხა მან რუსეთის სააგენტო “ტასს-ის შეკითხვას”, არსებობს თუ არა შეხვედრის შესაძლებლობა ტრამპის ინაუგურაციამდე.
22 დეკემბერს ტრამპმა თქვა, რომ დაელოდება პუტინთან შეხვედრას, რათა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი.