ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home მსოფლიო აშშ “დიდი ოცეულის” სამიტზე პუტინის მიწვევას დიალოგის შესაძლებლობად განიხილავს – მარკო რუბიო

აშშ “დიდი ოცეულის” სამიტზე პუტინის მიწვევას დიალოგის შესაძლებლობად განიხილავს – მარკო რუბიო

by admin

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამიში “დიდი ოცეულის’ სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.

„ჩვენ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე მოვიწვიეთ… ასეთი შესაძლებლობა [პუტინისა და ტრამპის შეხვედრის] დეკემბერში იქნება, თუ ის [პუტინი] ჩამოვა. თუ მათი შეხვედრისთვის სხვა შესაძლებლობა გამოჩნდება და მას კონკრეტული მიზანი ექნება, ეს კარგი იქნება. მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით“, – განაცხადა რუბიომ რუსული მედიის კითხვის  პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

მარკო რუბიოსგანცახდებით, აშშ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაიამიში G20-ის სამიტზე მიწვევას განიხილავს, როგორც რუსეთისთვის სხვა ქვეყნებთან, და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, დიალოგის შესაძლებლობას..

„ვფიქრობთ, რომ მისთვის ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ პრეზიდენტთან [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან], არამედ სხვა ლიდერებთანაც ისაუბროს“,  – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა კონფლიქტებზე, კრიზისებსა და სხვა უთანხმოებებზე დიალოგისთვის, მათ შორის რუსეთთან.

„შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა მსოფლიოს ფაქტობრივად ნებისმიერ ქვეყანასთან [მათ შორის რუსეთთან] საუბრისთვის კონფლიქტთან, კრიზისთან ან ნებისმიერ უთანხმოებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ჩვენს შორის არსებობდეს“, – განაცხადა რუბიომ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay