ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

by admin

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ეუთო-ს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

„22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay