პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home მსოფლიო მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საიკითხები განიხილეს

მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საიკითხები განიხილეს

by admin

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს ვაშინგტონში შეხვდა.

“შევხვდი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს რათა განგვეხილა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი საერთო ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ან განავითაროს ბირთვული იარაღი“, – წერს რუბიო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ში პასუხისმგებლობის უფრო თანაბრად გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობა.

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატო-ში ტვირთის გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობა“, – აცხადებს რუბიო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay