პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home საზოგადოება შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

by admin

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან, ასევე დელეგაციასთან ერთად ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის საპოლიციო დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან ანდრანიკ სიმონიანთან”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay