პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home მსოფლიო ჰორმუზის სრუტის განაღმვით სამუშაოებს მხოლოდ ირანი განახორციელებს

ჰორმუზის სრუტის განაღმვით სამუშაოებს მხოლოდ ირანი განახორციელებს

by admin

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ისლამაბადში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ჰორმუზის სრუტის განაღმვა მხოლოდ ირანმა უნდა განახორციელოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ამ თემაზე გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

„სიტუაცია მგრძნობიარე და რთულია, საფრანგეთს ვურჩევთ, რომ პროვოკაციებით ის კიდევ უფრო არ გაართულოს“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ემანუელ მაკრონმა ომანის სულთანთან საფრანგეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლოს სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის საკითხში, რათა უზრუნველყოს საზღვაო მარშრუტები და თავისუფალი და უპირობო მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay