პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home პოლიტიკა 1.3 მილიონი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, მიზნებს ვერ მიაღწიეთ, თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი თქვენს ტერიტორიაზე დაბრუნდა, კი, როგორ არა, ეს ნამდვილად გამარჯვებას ჰგავს – უკრაინის საგარეო უწყება

1.3 მილიონი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, მიზნებს ვერ მიაღწიეთ, თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი თქვენს ტერიტორიაზე დაბრუნდა, კი, როგორ არა, ეს ნამდვილად გამარჯვებას ჰგავს – უკრაინის საგარეო უწყება

by admin

ისე საუბრობთ, ზედიზედ მეხუთე წელია, თითქოს ომს მოიგებთ, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.

“რეალობა: დაიწყეთ აგრესიული ომი იმ იმედით, რომ სწრაფად მოიგებდით; ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ; თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა; ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება. ეს ხომ ნამდვილი გამარჯვებაა”, – წერს ტიხი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კარგავენ პოზიციებს ფრონტის ხაზზე და სწორედ ამიტომ ისინი რუსეთში ტერორიზმს მიმართავენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay