კვირა, ივნისი 21, 2026
Home საზოგადოება უკრაინა თუ დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა თუ დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, თუმცა რუსეთის მიერ ომის გაგრძელებისა და უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების შემთხვევაში საპასუხო მოქმედებები გაგრძელდება.

“რაც შეეხება ჩვენს პასუხს მოსკოვზე – ის სრულიად სამართლიანია. თქვენ ყველაფერს ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს საჰაერო თავდაცვის სამი რგოლი იცავს, ჩვენ ვამბობდით, რომ მათ მივწვდებოდით. თუ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება და მისი გაგრძელება უნდა, ჩუმად არ ვისხდებით – ვუპასუხებთ. პასუხი უნდა იყოს ძლიერი და სამართლიანი. მათ ლავრას დაარტყეს. როდესაც ჟურნალისტებს ვხვდებოდით, ლავრაში ვიმყოფებოდით. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ პასუხს მოვამზადებდით და ამას ნახავდით. ვფიქრობ, ახლა ამას ხედავთ. ჩვენ ეს ომი არ გვინდა და არასდროს გვინდოდა. ეს ყველამ იცის, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. და ნამდვილად არ გვინდა, რომ მტრის გამო უკრაინა იწვოდეს. მაგრამ თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება.

უკრაინის პარტნიორებმა იციან, რომ კიევი ომის დასრულებას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ვლადიმირ პუტინი თავს არიდებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხებზე პირდაპირ პასუხებს. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს როგორც უკრაინის სამხედრო მოქმედებებით, ისე საერთაშორისო სანქციებით, მათ შორის ენერგეტიკის, საბანკო სექტორის, სამხედრო მრეწველობისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 18 ივნისის ღამეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და როსტოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ეს, მათ შორის, პასუხი იყო 15 ივნისს კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ შეტევაზე, რომლის დროსაც დაზიანდა კიევ-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარი”.

არსებული ინფორმაციით, ეს უკვე მეორე წარმატებული დარტყმაა რუსეთის სტრატეგიულ ენერგოობიექტზე ბოლო სამი დღის განმავლობაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay