კვირა, ივნისი 21, 2026
Home მსოფლიო ემანუელ მაკრონი კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმაზე – ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის მიღწევაზე

ემანუელ მაკრონი კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმაზე – ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის მიღწევაზე

by admin

ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელზეც რუსეთი ჯიუტად უარს ამბობს, და შემდეგ მშვიდობის მიღწევაზე, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, ამ საკითხებს ევიანში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განიხილავენ.

ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ თავდასხმას კიევ-პეჩერის ლავრაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, არანაირი გამართლება არ გააჩნია. მისივე თქმით, საფრანგეთი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay