პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია – ზელენსკი

ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია – ზელენსკი

by admin

ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სახმელეთო რობოტიზებულ და ელექტრონული ომის სისტემებს ავითარებს.

ასევე, მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა ომის წარმოებასთან დაკავშირებული მიდგომები შეცვალეს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების გასანადგურებლად თავს დაგვესხა, მაგრამ ახლა უკრაინელები უფრო ძლიერ მდგომარეობაში არიან. ახლა უკრაინა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა: 2014 წელს, მე-20 საუკუნეში ან უფრო ადრე”, – აღნიშნა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay