პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება – თუ საჭირო იქნება მოლაპარაკებებს გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით – პეტერ მადიარი

არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება – თუ საჭირო იქნება მოლაპარაკებებს გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით – პეტერ მადიარი

by admin

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს, რადგან უნგრეთისა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება და ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“კარგი იქნებოდა, გვყავდეს მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ასეთი ვითარება იქნება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. საჭიროა დივერსიფიკაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება. თუ საჭირო იქნება მოლაპარაკებებს გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით”, – განაცხადა მადიარმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay