პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home საზოგადოება არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის – რომის პაპი

არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის – რომის პაპი

by admin

ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

“არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს. ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ”, – აღნიშნა რომის პაპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay