შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ – პიტერ მადიარი

უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ – პიტერ მადიარი

by admin

“ტისას” მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.

“მადლობა ყველა უნგრელს როგორც სამშობლოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უდიდესი პატივია, რომ უფლებამოსილება მოგვანიჭეთ, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის ვიმუშაოთ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, ასევე უნგრელი ხალხის კეთილდღეობისთვის ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ”, – წერს მადიარი X-ზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს შემადგენლობაში კვლავ სანდო პარტნიორი იქნება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay