ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home მსოფლიო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებს

by admin

შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებს, – ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა განაცხადა.

“თქვენი შინაგანი ბრძოლის დონემ საკუთარ თავთან მოლაპარაკების ეტაპს მიაღწია? ჩვენნაირი ადამიანები ვერასდროს შეეწყობიან თქვენნაირ ადამიანებს“, – მიმართა ამერიკულ მხარეს ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.

ამასთან, Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay