ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home მსოფლიო ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ – ბენიამინ ბეთანიაჰუ

ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ – ბენიამინ ბეთანიაჰუ

by admin

ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი განცხადება გაავრცელა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გამოაცხადა.

„დღეს, ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი მიღწევების გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, რათა ომის მიზნების მიღწევა შეთანხმების გზით მოხდეს – შეთანხმების, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს აგრძელებს“.

„ჩვენ რაკეტებისა და ბირთვულ პროგრამებს ვანადგურებთ. ასევე, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს ვაგრძელებთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay