ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home საზოგადოება მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის – არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას – ირაკლი კობახიძე

მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის – არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას – ირაკლი კობახიძე

by admin

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს! – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.

სწორედ ჭირსა თუ ლხინში, ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.

უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს!”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay