პარასკევი, აპრილი 10, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

by admin

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო.

“დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რათა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები განეხილათ.  აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებასა და უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე”, – აღნიშნა უშაკოვმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay