ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

by admin

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც მან დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს თავად საელჩოც.

“9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას”, – წერს აშშ-ის საელჩო.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay