ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით – მათი დაზიანების ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება – ჯონ ჰილი პუტინს

ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით – მათი დაზიანების ნებისმიერ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება – ჯონ ჰილი პუტინს

by admin

რუსული წყალქვეშა ნავები ჩრდილოეთის ზღვაში კაბელებს შეისწავლიდნენ – მათი მისია დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ჩაშალა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

ჯონ ჰილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

“მსურს პრეზიდენტ პუტინს ვუთხრა: ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მათი დაზიანების ნებისმიერი მცდელობა დაუშვებელია და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ჯონ ჰილის ცნობით, მილსადენების ან კაბელების დაზიანების მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად წყალქვეშა ინფრასტრუქტურას შეამოწმებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay