ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home საზოგადოება მაია სანდუმ მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა

მაია სანდუმ მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა

by admin

მაია სანდუმ მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დამფუძნებელი შეთანხმებების დენონსაციის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა.

მაია სანდუს მიერ ხელმოწერილი განკარგულებები ძალაში 8 აპრილს შევიდა, რაც დსთ-დან გასვლის საბოლოო ეტაპს აღნიშნავს.

დსთ-ს წესდების თანახმად, წევრ სახელმწიფოს თანამეგობრობის დატოვების უფლება აქვს და ამისთვის მან ორგანიზაციას წერილობითი ფორმით 12 თვით ადრე უნდა აცნობოს.

შეგახსენებთ, მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს დატოვებას მხარი გასულ კვირას დაუჭირა.

ქვეყნის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დსთ-ს შექმნის შესახებ შეთანხმების, მისი პროტოკოლისა და წესდების დენონსაცია მოახდინა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay