3
უკრაინის საელჩო საქართველოში 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, 9 აპრილის მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის.
„ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლისთვის. ეს მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის და სამუდამოდ აღიბეჭდება, როგორც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლო“, – წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში