პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო კუბაც დაეცემა – დონალდ ტრამპი

კუბაც დაეცემა – დონალდ ტრამპი

by admin

კუბაც დაეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა.

“ჩვენ მათ ნავთობისა და ფულის მიწოდება შევუწყვიტეთ – ყველაფერი რაც ვენესუელიდან შედიოდა, რომელიც მათი ერთადერთი წყარო იყო. ახლა მათ შეთანხმების დადება სურთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, მისი ადმინისტრაცია კუბასთან კონტაქტშია.

„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay