პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო ირანთან ომის “შემდეგ ფაზაში” გადადის – ისრაელის თავდაცვის ძალები

ირანთან ომის “შემდეგ ფაზაში” გადადის – ისრაელის თავდაცვის ძალები

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ომი „ისტორიული კამპანია“ იყო, რომელიც „მოულოდნელი დარტყმის ფაზით“ დაიწყო, რა დროსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60% განადგურდა.

„ჩვენ ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაში გადავდივართ“, – განაცხაფა ზამირმა ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, “ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს”

“წინ დამატებითი სიურპრიზები გველის, რომელთა გამჟღავნებასაც არ ვაპირებ“, – დასძინა მან.

ზამირმა ასევე განაცხადა, რომ მან უბრძანა IDF-ს ლიბანში უფრო ღრმად შეჭრა.

„მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს წინსვლა და საზღვრის გასწვრივ კონტროლის ხაზის გაღრმავება, სამხრეთ ლიბანის საკვანძო წერტილებში პოზიციების განლაგების პარალელურად“, – აღნიშნა ზამირმა და პირობა დადო, რომ ისრაელი „არ დანებდება ჰეზბოლას განიარაღების მიზანს“.

ხუთშაბათს საღამოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთი ისრაელელი ოფიცერი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მეორემ – საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, მას შემდეგ, რაც “ჰეზბოლამ” მათ პოზიციაზე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისროლა. ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay