შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროპა ჩართული უნდა იყოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროპა ჩართული უნდა იყოს

by admin

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროპა ჩართული უნდა იყოს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ყველა რეგიონული პრობლემა დიალოგისა და კონსულტაციების გზით უნდა მოგვარდეს და ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა ვიპოვოთ. უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებითაც ასეა, მაგრამ ჩინეთი ამ კონფლიქტის პირდაპირი მხარე არ არის. საბოლოო სიტყვა არ გვეთქმის. ჩინეთი და ევროკავშირი „პარტნიორები არიან და არა სისტემური ან სტრატეგიული მეტოქეები, ჩინეთი მშვიდობის ერთგულია და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ, რომ მშვიდობას ხელი შეუწყონ”, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay