კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო ჩვენ ვენესუელას ვმართვათ მანამდე, ვიდრე არ შევძლებთ უსაფრთხო და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას – დონალდ ტრამპი

ჩვენ ვენესუელას ვმართვათ მანამდე, ვიდრე არ შევძლებთ უსაფრთხო და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას – დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს მანამდე, ვიდრეუსაფრთხო და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას არ შეძლებენ.

ტრამპმა ამის შესახებ მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა მოხდება შემდეგ ვენესუელის ხელმძღვანელობისთვის, თუმცა შეერთებული შტატები ქვეყანას მართავს მანამდე, ვიდრე ძალაუფლების გონივრული და უსაფრთხო გადაცემა არ მოხდება. მან ამას სამჯერ გაუსვა ხაზი.

“ჩვენ ვმართავთ ქვეყანას, არ გვსურს, მადუროს რეჟიმი სხვა ლიდერის ხელმძღვანელობით გაგრძელეს, ჩვენ ამ ქვეყანას მანამდე ვმართავთ, ვიდრე არ შევძლებთ ვიდრე უსაფრთხო და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას”, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპს ვენესუელაში ამერიკის ლიდერობისთვის რაიმე ვადების განსაზღვრაზე არ უსაუბრია.

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდება ქვეყანა ვენესუელის კონტროლს, შეერთებული შტატები მიიღებს.

ნავთობთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ამერიკული კომპანიები ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებენ „და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ“.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay